63 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მიმართავს

ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 12:36

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მიმართვენ.

"მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, სამწუხაროდ,  შეუძლებელი აღმოჩნდა კონსენსუსის მიღწევა ინსტიტუციური დემოკრატიის  განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა შორის არის საქართველოს  სახელმწიფო მეთაურის კომპეტენციები და არჩევის წესი.  

საპარლამენტო რესპუბლიკის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში გავრცელებულია, როგორც  კონსტიტუციის პროექტით შემოთავაზებული, პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესი,  ასევე მოქმედ კონსტიტუციაში განსაზღვრული პირდაპირი არჩევის წესი. ქვეყნები შესაბამის  მოდელს ირჩევენ ქვეყნის საჭიროებების, ისტორიული გამოცდილებისა თუ პოლიტიკური  კონტექსტის საფუძველზე.

 საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ საარჩევნო  კოლეგიის ფორმირების ეს წესი შეიძლება გახდეს პრეზიდენტის კონკრეტულ პოლიტიკურ  სუბიექტებზე დამოკიდებულების მყარი საფუძველი. გარდა ამისა, კონსტიტუციის  პროექტით შემოთავაზებული საპარლამენტო არჩევნების სისტემით ერთი პოლიტიკური  ძალა შესაძლოა იქნეს დომინირებული, რაც მაღალი ალბათობით გარდაუვალს გახდის  არაპირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტის მიკერძოებულობას.

ამავდროულად გვინდა  აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტის კომპეტენცია, შეზღუდვების მიუხედავად, ძალზედ  მრავალმხრივია, საჭიროებს მაღალ ლეგიტიმაციას და მნიშნელოვანია ზეპარტიული  სახელმწიფო მეთაურის არსებობა.  საქართველოს სახელმწიფოსთვის გადამწყვეტია ინსტიტუტების გაძლიერება,  ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების დამატებითი მექანიზმების შექმნა, იმისთვის რომ  გამოირიცხოს ერთი პოლიტიკური ძალის დომინირება საზოგადოებრივ-პოლიტიკური  ცხოვრების ყველა სფეროში, იმისთვის რომ განვითარდეს პოლიტიკური პლურალიზმი და  პლურალისტული დემოკრატია. ეს კი მიიღწევა მხოლოდ საყოველთაო არჩევნების გზით  ფორმირებული მმართველობის სხვადასხვა ინსტიტუტების პირობებში.  

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ  მიზანშეწონილი იქნება, პრეზიდენტის კომპეტენციურ დასუსტებასა და მისი არჩევის წესის  შეცვლაზე უარის თქმა და სახელმწიფო მეთაურის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი  საარჩევნო ხმის უფლების საფუძველზე არჩევა.", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:. 1. ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემია თბილისი;2. ევროპის ფონდი; 3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 4. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; 5. კონსტიტუციის 42-ე მუხლი; 6. ადამიანის უფლებათა ცენტრი; 7. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი; 8. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი; 9. ეკონომიკური პოლიტიკის და კვლევის ცენტრი; 10. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის; 11. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია; 12. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია; 13. ასოციაცია ,,სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“; 14. კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი"; 15. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი; 16. მეწარმე ქალთა ფონდი; 17. ახალგაზრდული ალტერნატივა; 18. საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი; 19. ა(ა)იპ "კავკასიური მოზაიკა"; 20. ასოციაცია ,,ტოლერანტი“; 21. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია ”საქართველოს ჩაი”; 22. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი 23. ენერგოეფექტურობის ფონდი 24. რეპატრიანტთა კავშირი; 25. ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"; 26. პედაგოგთა კავშირი ''განათლება და სამყარო“; 27. ფონდი "კავკასიის ეკოლოგია"; 28. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი"; 29. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი; 30. კავკასიური სახლი საქართველო; 31. მეგობრობის ხიდი ქართლოსი; 32. საქართველოს რეფორმების ასოციაცია; 33. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; 34. ცენტრი "ემპათია"; 35. საქართველოს ენერგო-რესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია; 36. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"; 37. ჟურნალისტური კვლევის ცენტრი; 38. ჯანმრთელი ბავშვები; 39. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი; 40. საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი; 41. გადავარჩინოთ მომავალი თაობა; 42. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის; 43. ასოციაცია ,,ქალი და ბაზნესი“; 44. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო; 45. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; 46. კავშირი ”ეკოტექი”; 47. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი; 48. ევროპული ინტეგრაციის ფორუმი; 49. ასოციაცია ”იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის; 50. ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”; 51. ასოციაცია ,,ათინათი"; 52. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი; 53. ციხის საერთაშორისო რეფორმა; 54. ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის; 55. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო; 56. საქართველოს პრესის ასოციაცია; 57. ასოციაცია ”ფსიქეა”; 58. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“; 59. ახალგაზრდული კავშირი ევროკლუბი; 60. ასოციაცია ,,დეა"; 61. სტუდია ,,რე“; 62. საზოგადოებრივი დამცველი; 63. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43