“ოქროს ლიგის“ გამარჯვებული თბილისის “შევარდენი 2005“ გახდა

ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 11:24

"თბილისი მოლში" გამართული ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის  ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის  "ოქროს ლიგის" გამარჯვებული თბილისის "შევარდენი 2005" გახდა. ფინალში "შევარდენი 2005"-მა ქარელის "დურმიშხანი" დაამარცხა. მესამე ადგილოსნები გახდნენ - "ლიდერი" და "ოლიმპი".

საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომლის საპრიზო ფონდი 210 000 ლარი იყო, მონაწილეობა მიიღო შესარჩევ ეტაპზე გამარჯვებულმა 8 საუკეთესო გუნდმა.  შესარჩევ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50-მდე გუნდი მონაწილეობდა.

"ოქროს ლიგის" ორგანიზატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გახლდათ. "ოქროს ლიგის" ფინალურ ეტაპს მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი.

გამარჯვებული სპორტსმენები მინისტრმა, დავით ქევხიშვილმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა დააჯილდოვეს.  ლიგის გამარჯვებულმა "შევარდენი 2005"-მა 50 ათასი ლარი მიიღო, მეორე ადგილზე გასულ კლუბს - 40 ათას ლარი, ხოლო მესამეადგილოსნებს 30-30 ათასი ლარი შეხვდათ. მესამე ადგილისთვის შეხვედრებში დამარცხებულ კლუბებს 20 ათასი ლარი გადაეცათ, ხოლო მეშვიდე ადგილზე გასულ კლუბებს - 10 ათასი ლარი.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკებს შორის წლეულს მეხუთედ ტარდება. წინა ოთხივე ჩემპიონატის გამარჯვებულიც თბილისის "შევარდენი 2005" გახდა და ოთხივეჯერ ფინალში თბილისის „ლიდერი" დაამარცხა.

ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 17 მაისს სავაჭრო ცენტრში "თბილისი მოლი" გაიმართა, ტურნირის პირდაპირი ინტერნეტრეპორტაჟი თბილისი მოლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის Youtube-ს გვერდზე მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41