სად იკრძალება მოწევა - თამბაქოს მოხმარებაზე ახალი რეგულაციები დაწესდა

ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 11:00

საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებული „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით თამბაქოს მოხმარებაზე დაწესებული ახალი რეგულაციები 2018 წლიდან 2021 წლამდე ეტაპობრივად ამოქმედდება.

 საკანონმდებლო პაკეტი თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვებს აწესებს  და  კანონდარღვევებისთვის ფულადი ჯარიმებია დაწესებული.  

 თამბაქოს მოწევა აკრძალულია:

- ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს 

-  საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსისა და კატერის გარდა

- საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე

- 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე

- ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება

- სტადიონზე, რომელსაც ადმინისტრაცია აქვს.

თამბაქოს მოწევა ნებადართულია:

- ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილას, თუ ეს საცხოვრებელი ადგილი ამავდროულად სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის

- თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიულ დანადგარებში

- პენიტენციურ დაწესებულებაში

- წინასწარი დაკავების იზოლატორში 

- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის შესაბამისად, გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში

- სამორინეში

- აეროპორტის სატრანზიტო ზონაში

- სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა შესაძლებელია ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული, ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა ჰქონდეს

- აეროპორტის სატრანზიტო ზონაში

- თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც ცალკე სავენტილაციო სისტემა უნდა ჰქონდეს, თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს. ამასთან, ერთ აეროპორტში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი სპეციალური მოსაწევი ოთახი

- 2020 წლის 1 იანვრამდე, დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 პროცენტში. მოსაწევი ოთახების ნომრები სასტუმროს ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით უნდა გამოიყოს, რომელიც სასტუმროს თვალსაჩინო ადგილზე უნდა განთავსდეს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის მიერ იყო ინიცირებული. ახალი რეგულაციების მომხრე 85 დეპუტატი აღმოჩნდა, გედევან ფოფხაძემ პროექტს მხარი არ დაუჭირა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43