ირაკლი კობახიძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად იყოს გამოძიებული გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი

ოთხშაბათი, 17 მაისი, 2017 - 18:12

ირაკლი კობახიძე გენერალურ აუდიტორზე მომხდარ თავდასხმას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

„ჩვენ მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს გამოძიებული ეს საქმე. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარლამენტისთვის გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტს აკავშირებს განსაკუთრებული კავშირი აუდიტის სამსახურთან და გენერალურ აუდიტორთან, შესაბამისად, ეს საქმე დარჩება ჩვენი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალურ აუდიტორზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მომხდარის შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, ასეთი კომისია შეიძლება შეიქმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივი გამოძიება არ დადებს შესაბამის შედეგს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას და ამის შემდეგ განიხილავთ სხვა ალტერნატიულ საკითხებს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41