სპიკერ კობახიძის გახმოვანებით დაიწყო სრულიად საწინააღმდეგო, ანტიევროპული, თავისუფლების საწინააღმდეგო პროცესი - რესპუბლიკელები განცხადებას ავრცელებენ

ოთხშაბათი, 17 მაისი, 2017 - 18:24

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შეფერხებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ  რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"2014 წელს დაწყებული ადგლობრივი თვითმმართველობის რეფორმა დასაწყისშივე შეფერხდა ხელისუფლებაში მყოფი რეტროგრადების მიერ. თუმცა ასეთ ვითარებაში მოხერხდა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის შემოღება და 7 ახალი თვითმმართველი ქალაქის გაჩენა, რაც რესპუბლიკელების განსაკუთრებული აქტიურობის დამსახურებაა.

მას მერე, რაც ხელისუფლება გახდა ერთპარტიული, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის სხვა წევრები, საჯაროდ აცხადებენ, რომ ეს იყო კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის მოთხოვნებისადმი დათმობა.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მკაფიოდ გამოჩნდა, „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების უზურპაციის მზაობა, თვითმმართველობის სფეროში გამოვლენილი ინიციატივები და მიმდინარე მოვლენები არის ხელისუფლების მიტაცების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. რადგან, წელს ტარდება თვითმმართველობის არჩევნები, „ქართული ოცნება“ უკვე სრულად აკონტროლებს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. მას სურს, პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული კონტროლი და ამიტომ საუბრობს არაპირდაპირ არჩევნებზე. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ თვითმმართველობის სრულად დასამორჩილებლად დაწყებული მოქმედებები. ევროპული დემოკრატია თვითმმართველ ქალაქებსა და ერთეულებზე დგას.

სპიკერ კობახიძის გახმოვანებით დაიწყო სრულიად საწინააღმდეგო, ანტიევროპული, თავისუფლების საწინააღმდეგო პროცესი. მეტი თვითმმართველობა, მეტი საკუთრება - მეტი თავისუფლებაა! დაწყებული პროცესი სპობს თვითმმართველობის საფუძვლებს, კერძოდ, 7 თვითმმართველ ქალაქს ართმევს საკუთარ ბიუჯეტს და საკუთარ უფლებამოსილებებს, რაც გამოიხატება სათემო თვითმმართველობების შემოერთებაში, საბჭოთა რაიონების დაბრუნებაში. სწორედ ეს არის კომუნისტობა! თუმცა 2014 წელს დაწყებული რეფორმის ლოგიკური გაგრძელება, ბევრი სხვა თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაჩენა უნდა ყოფილიყო. ამ რეგრესულ ამოცანას წყვეტენ სწორედ საბჭოთა, კომუნისტური მეთოდებით, კერძოდ „ცენტრში მომზადებულ“ ტექსტს უგზავნიან 7 საქალაქო და 7 სათემო საკრებულოს და მოითხოვენ მათგან „საკუთარი ინიციატივით“ დათმონ საკუთარი უფლებამოსილებები და გაერთიანდნენ. ეს არის როგორც საქალაქო, ისე სათემო თვითმმართველობების საწინააღმდეგო ნაბიჯი.

რესპუბლიკური პარტია და მისი წევრები საკრებულოში მზად ვართ, ფორმით და შინაარსით მმართველი პოლიტიკური გუნდის ძალადობისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

მივამართავთ სახელისუფლებო პარტიის საკრებულოებში მყოფ წევრებს, ასევე სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც დაიცვან ამომრჩევლის პროგრესული და სამართლიანი და არა ხელისუფლების უსამართლო და რეგრესული ინტერესები", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42