ჩაკ შუმერი დონალდ ტრამპს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებს

ოთხშაბათი, 17 მაისი, 2017 - 19:57

სენატორი  ჩაკ შუმერი  პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებს და შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვს.

სენატორი თეთრ სახლს მოუწოდებს, ეჭვების გასაქარწყლებლად, წარმოადგინოს  გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრის პროტოკოლი.

მოგვიანებით ტრამპმა  Twitter-ზე დაწერა, რომ მას "აბსოლუტური უფლება" აქვს, გაუზიაროს რუსეთს  მსგავსი სახის ინფორმაციები ჰუმანიტარული შეხედულებებიდან გამომდინარე. მისივე თქმით, ამ ქმედებით მან რუსეთს  "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ  უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდა.

სამშაბათს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომელიც ტრამპმა  რუსებს  გაუზიარა, "სრულად შეესაბამება პრეზიდენტის ნებისმიერ პარტნიორებთან  მოლაპარაკებების წესებს". 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43