მსჯავრდებულთა მონაწილეობით რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“ გაიმართა

სამშაბათი, 16 მაისი, 2017 - 21:54

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“ გაიმართა.

ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე; საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; მთავრობის წევრები; დეპუტატები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სპექტაკლის მონაწილე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

სტუმრებთან ერთად, მაყურებლების რანგში 120-მდე მსჯავრდებულიც იყო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპექტაკლის მონაწილეებს ოჯახებში მალე დაბრუნება უსურვა.

„შეიძლება, ილაპარაკო თამამი სიტყვებით, ბევრი რამ თქვა, მაგრამ ძალიან მძიმე და დიდი ემოციებით დატვირთული სპექტაკლი იყო. მინდა ვთქვა, რომ საოცარი ქვეყანა ვართ, სადაც ასეთი რამეები ხდება, სადაც პატიმრები ასეთი ემოციებით დატვირთულ და ადამიანურ სპექტაკლს დგამენ. მინდა, პირველ ყოვლისა, ყველა მათგანს, ვინც დღეს სპექტაკლში მონაწილეობდა, ვუსურვო ოჯახებში მალე დაბრუნება და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, მსგავის სახის აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩართვა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ყველაზე კარგი გზაა. მან მადლობა გადაუხადა სპექტაკლის სტუმრებს, მონაწილეებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელი ღონისძების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.

„დღეს უპრეცედენტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როცა რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულებმა ითამაშეს. მონაწილეებმა საკუთარ თავზე ბევრი იმუშავეს, სპექტაკლი შედგა და მაყურებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. რაც მთავარია, დარბაზში მის უწმინდესობასთან, პრემიერთან, მთავრობის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა სტუმრებთან ერთად, სპექტაკლს უყურებდნენ მსჯავრდებულებიც, როგორც ქალი, ასევე, მამაკაცი პატიმრები. დარბაზში იყვნენ მონაწილე მსჯავრდებულთა ახლობლები და ოჯახის წევრები“, - განაცხადა კახა კახიშვილმა, რომელიც სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მონაწილე და მაყურებელ მსჯავრდებულებს გაესაუბრა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მსჯავრდებულები დალოცა და ჯვრებით დაასაჩუქრა. მათ საჩუქარი რუსთაველის თეატრის დირექტორისგან გიორგი თევზაძისგანაც მიიღეს - რუსთაველის თეატრის ალბომი. ასევე, რეპეტეციის დროს მსჯავრდებულებს სიურპრიზის სახით, სცენაზე რობერტ სტურუას რეჟისორობით რუსთაველის თეატრში დადგმული „12 განრისხებული მამაკაცის“ მონაწილე მსახიობები დახვდნენ. მამაკაც მსჯავრდებულთა მონაწილეობით თეატრალური დასი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, მთლიანი დასი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ რიგებს რამდენიმე მსჯავრდებული აღნიშნული დაწესებულებიდანაც შეუერთდა.

„12 განრისხებული მამაკაცის“ ადაპტირებული სცენარი და რეჟისურა, ასევე, მუსიკა მსჯავრდებულებს ეკუთვნით. დამდგმელი რეჟისორია გურამ ბრეგაძე. სპექტაკლში სულ 18 მსჯავრდებული მონაწილეობდა, რომელთა შორის რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეა. სპექტაკლის პარალელურად, რუსთაველის თეატრის ფოიეში მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო, რომელიც პრემიერმა და ღონისძიების სხვა სტუმრებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან კახა კახიშვილთან ერთად დაათვალიერეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43