ავჭალის ყოფილ კოლონიაში ფილმს გადაიღებენ

ოთხშაბათი, 17 მაისი, 2017 - 17:50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ახალი ფილმის „უარყოფითი რიცხვების“ გადაღებები დაიწყება.

მხატვრული ჟანრის ქართულ- ფრანგულ-იტალიურ კოპროდუქციას ქართული საპროდიუსერო კომპანია შპს „მაგნეტ ფილმს“ გადაიღებს. ფილმის სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა აგებული და ასახავს საქართველოს ეროვნული რაგბის კავშირისა და UNICEFF-ის ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში პატიმრებისთვის ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების მიზნით, რაგბის ვარჯიშები დაინიშნა.

ფილმის გადაღებები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც 40 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ფილმის თემატიკასთან დაკავშირებული ლოკაცია - ავჭალის ყოფილი მეათე საპყრობილე (ავჭალის ქ. N17-ში მდებარე 31738.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები), რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფილმის გადასაღებად უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადასცა შპს „მაგნეტ ფილმს“. 

ეკონომიკის სამინისტროს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო პრომოკამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო დატვირთული და აქტუალური ხდება, რაც უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაში შესამჩნევად აღინიშნება, რადგან პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე რიგით მეექვსე ფილმის გადაღებები განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43