ირაკლი კობახიძე პოლონეთის სეიმის მარშალს შეხვდა

ოთხშაბათი, 17 მაისი, 2017 - 16:36

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ვარშავაში დაიწყო. პირველი მაღალი რანგის შეხვედრა ირაკლი კობახიძემ პოლონეთის სეიმის მარშალთან, მარეკ კუჩინსკისთან გამართა. მარეკ კუჩინსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხარეები მოხარულნი არიან, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა მჭიდრო თანამშრომლობით აღინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოლონეთის სეიმის მარშალს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მარეკ კუჩინსკიმ განაცხადა, პოლონეთი ასევე აქტიურად აგრძელებს საქართველოს საგარეო პრიორიტეტების მხარდაჭერას, მათ შორის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტი და პოლონეთის სეიმი, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში, აქტიურად ითანამშრომლებენ. როგორც აღინიშნა, მარეკ კუჩინსკი საქართველოს ივლისში ეწვევა, რაც, მათივე თქმით, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

„შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის, მათ შორის, პარლამენტებს შორის თანამშრომლობისა და ზოგადად, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები. მათ შორის, საუბარი გვქონდა კონკრეტულ დეტალებზე. იყო ძალიან საინტერესო, თბილი და მნიშვნელოვანი შეხვედრა“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის დედაქალაქში 17-20 მაისს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5