კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა

ოთხშაბათი, 17 მაისი, 2017 - 15:42

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. ამ მიზნით, ლიცეუმის წარმომადგენლებმა საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის N173-ე საჯარო სკოლაში დასრულდა. ლიცეუმის მთავარმა სერჟანტმა იაკობ მარუაშვილმა და კადეტებმა მოსწავლეებს სასწავლებლის ისტორიის, ამოცანის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სასწავლო პროგრამების, მიღების პირობების შესახებ ინფორმაცია მიწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მოსწავლეები ფიზიკური მომზადების, სწავლის პროცესისა და დღის განრიგით დაინტერესდნენ. მათი კითხვები ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობასაც შეეხო.

შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

უახლოეს დღეებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „ღია კარის დღე“ გაიმართება. დაინტერესებულ პირებს სამხედრო სასწავლებელში მიმდინარე პროცესებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაცნობის, ასევე ინფრასტრუქტურის დათვალიერების საშუალება მიეცემათ. სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობა და კადეტები, საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე- ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41