დღეიდან ავიაკომპანია “Zagros Airlines” საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს

ოთხშაბათი, 17 მაისი, 2017 - 13:34

 ირანული ავიაკომპანია „Zagros Airlines“ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ზრდის და თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირის ნაცვლად, 7 სიხშირით იფრენს.

ყოველდღიურ მიმოსვლას ირანული ავიაკომპანია 17 მაისიდან იწყებს. ავიარეისები A320 და MD 80-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას ახალი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა 15 მაისს მიანიჭა. ავიაკომპანია “Zagros Airlines” საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44