უშუს ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

ოთხშაბათი, 17 მაისი, 2017 - 12:30

თბილისის ოლიმპიური სასახლე 14-20 მაისს უშუს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში პირველად ტარდება.  ევროპის ჩემპიონატში 28 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონია 16 მაისს გაიმართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო.

14-15 მაისს ტურნირი სახეობა ვინჩუნჩში ჩატარდა, 17-დან 20 მაისის ჩათვლით კი სპორტსმენები ტრადიციულ უშუში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

შეჯიბრების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ჩემპიონატი ტარდება საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით.

ჩემპიონატი ხორციელდება პროექტის - „Check in Georgia" ფარგლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ კონტინენტის პირველობასთან დაკავშირებით ჩინეთის საელჩომ უშუს ეროვნულ ფედერაციას ორი ძვირადღირებული საშეჯიბრო ხალიჩა გადასცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41