კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 17 მაისი, 2017 - 11:25

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის N63-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ალტერნატიულ ქსელს მოაწყობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ქსელზე, რკინა-ბეტონის ნაგებობა სამშენებლო ნორმების დარღვევითაა დაშენებული.

არსებული შენობა-ნაგებობა, წლების განმავლობაში, წყალმომარაგების ქსელის დეფორმაციას იწვევდა და შესაბამისად, ქსელი ხშირად ზიანდებოდა. ამჯერად, დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა ვერ ხერხდება, რადგან შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა შეუძლებელია.

მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, კახეთის გზატკეცილის N63-თან კომპანიამ ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა და წყალსადენის 2 ჭა მოაწყო. შედეგად, ამ მომენტისთვის, მოსახლეობას წყალმომარაგება შეუზღუდავად მიეწოდება.

დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, კახეთის გზატკეცილზე N63-ის მოპირდაპირე მხარეს, აუცილებელი გახდა წყალმომარაგების ალტერნატიული ქსელის მოწყობა და ასფალტის საფარის დემონტაჟი. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე, წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოების დასრულებისთანავე, საგზაო ინფრასტრუქტურას სრულად მოაწესრიგებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5