ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

ოთხშაბათი, 17 მაისი, 2017 - 00:25

მეგობრებო, ძვირფასო კოლეგებო და ზოგადად იურისტებო, როგორც მოგეხსენებათ, მე ხშირად ვაფიქსირებ ჩემს განსხვავებულ მოსაზრებებს თეორიასა თუ პრაქტიკაში დამკვიდრებული (გაბატონებული) სამართლებრივი შეხედულებების (მათ შორის, არაერთი ცნობილი და პატივსაცემი პროფესორის მოსაზრებების) მიმართ და დღეს ისეთ დასკვნამდე მივედი, რომ მე საბოლოოდ მომკვეთენ ქართული იურიდიული წრეებიდან და სამართლებრივი სივრციდან, რადგანაც მე იმას ვუარყოფ, რასაც აბსოლუტური უმრავლესობა (რატომღაც) ერთხმად აღიარებს, კერძოდ, მე კატეგორიულად ვუარყოფ, რომ სამოქალაქო კოდექსის (სკ) 172(1), 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლები სკ 976-ე, 977-ე, 978-ე, 979-ე, 980-ე, 981-ე, 982-ე და 987-ე მუხლებთან „ალტერნატიულ კონკურენციაში მყოფ ნორმებს“ წარმოადგენს (ანუ, მე ვამტკიცებ, რომ ამ მუხლების წინაპირობების ერთდროულად არსებობა წარმოუდგენელია), რაც ხელგაშლით არის აღიარებული და დამკვიდრებული სამართლის თეორიასა თუ პრაქტიკაში. შესაბამისად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს.

მიშველეთ რამე, „გამილაწუნეთ თუ შეიძლება“!!! - წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი გიორგი მარიამიძე. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43