იტალიაში, შესაძლოა, სუპერვულკანი ამოიფრქვეს - ფლეგრეის მინდვრებში უჩვეულო სეისმური აქტივობა დაფიქსირდა

სამშაბათი, 16 მაისი, 2017 - 17:24

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლის დასავლეთით, ფლეგრეის მინდვრებში, სადაც საუკუნეების წინ სუპერვულკანის ამოფრქვევა მოხდა,  უჩვეულო სეისმური აქტივობა დაფიქსირდა. 

ვულკანოლოგმა კრისტოფერ კილბურნმა კვლევები  ჟურნალში Nature Communications გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ რაიონში აქტიურობა პირველად 67 წლის წინ დაფიქსირდა და მას შემდეგ ექსპონენციალური  ზრდა აღინიშნება. 

კილბურნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევაში საფრთხე გლობალური მასშტაბის არ იქნება,  მიმდებარე ტერიტორიიდან  მილიონამდე ადგილობრივი მოსახლის ევაკუაცია გახდება საჭირო. 

ფლეგრეის მინდვრები, რომლის ფართი  დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრია, 39 000 წლის წინ წარმოიქმნა.  მოიცავს 26 კრატერსა და ვულკანურ ნაგებობებს, მათი  დიდი ნაწილი ხმელთაშუა ზღვის სიღრმეში იმალება. ფლეგრეის მინდორი ორჯერ ამოიფრქვა — 35 000 და 12 000 წლის წინ.

მეცნიერთა ვარაუდით, მთლიანი სუპერვულკანის პირველმა ამოფრქვევამ „ვუკლანური ზამთარი“ გამოიწვია, რაც ნეანდერტალთა გადაშენების მიზეზი გახდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5