ლაშა თორდიას საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რაც შეაფერხებს გამოძიების მიუკერძოებლად და სრულყოფილად ჩატარებას - საია

სამშაბათი, 16 მაისი, 2017 - 11:53

საია კიდევ ერთხელ ეხმიანება ლაშა თორდიას საქმეზე მიმდინარე გამოძიების არასწორ კვალიფიკაციას. საქართველოს გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (სსკ-ის 3531 მუხლი).

საია მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ აღწერილი მოვლენების 126-ე მუხლით დაკვალიფიცირება სამართლებრივად არასწორია. იმისთვის, რომ ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება, გადამწყვეტია გამოძიების თავიდანვე სწორი კვალიფიკაციით წარმართვა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მომხდარზე სიმართლის დასადგენად უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები. თუმცა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (რაც წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), საგამოძიებო ორგანოს არ ექნება ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრების ოფიციალურად გამოთხოვის უფლება. შესაბამისად, ეფექტური გამოძიებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქმე წარიმართოს სწორი კვალიფიკაციით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ შინაარსისა და ჩართული მხარეების გათვალისწინებით, აღნიშნული საქმე სცდება ერთი სისხლის სამართლის საქმის მასშტაბს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად, ეფექტურად, მიუკერძოებლად და დაცული იქნეს სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი, რომლის მიხედვითაც კანონი თანაბრად უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად - არავინ შეიძლება დადგეს კანონზე მაღლა.

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-138-ე, 1433-ე მუხლების და დადგენილი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ვიდეო თვალის მიერ დაფიქსირებული კადრი წარმოადგენს კომპიუტერულ მონაცემს. ამასთან, კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებაში. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვაზე ფარული საგამოძიებო მოქმედების პროცედურების გავრცელება სამართლებრივი ხარვეზია და მნიშვნელოვნად ზღუდავს ბრალდების და დაცვის მხარის უფლებას, მოიპოვოს ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორიც არის ვიდეო-თვალის მიერ დაფიქსირებული მონაცემები", - აცხადებენ საიაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43