ფარსი ჩაიშალა... ფილარმონიაში დღეს ხალხის ხმა ისმოდა! - ლაშა მესხი

ორშაბათი, 15 მაისი, 2017 - 18:27

საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ლაშა მესხი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვას ფარსს უწოდებს, რომელიც  ჩაიშალა.

"ფარსი ჩაიშალა.

1) ეს არ იყო „რამის გადაფარვა“. რა ხდება ქვეყანაში ადამიანის სიცოხლის ხელყოფაზე მნიშვნელოვანი? ოთხი სიცოცხლით სავსე ადამიანი - უუნარობისა და ბიზნეს დიქტატურის გამო სხეულის ნაწილების გარეშე დაკრძალეს...

2) არანაირ კომენტარს არ საჭიროებს ჯანსაღი პროტესტის გაურკვეველ წარმონაქმნებთან გადაბმის მცდელობა! სისულელეა - მარტივად!

3) „რუსეთუმეები“ „აგენტები“ და აშ. განსხვავებული აზრის ამ ხერხით დევნა ვფიქრობ გავიარეთ.

4) მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელიც ევროპის პოლიტიკურ ველზე აქტიურად ურთიერთობს მემარცხენე პარტიებთან, და თავადაც სოციალ დემოკრატიას „აწვება“, ქვეყნის შიგნით - დასაქმებულთა და ჩაგრულთა უფლებადაცველ სტუდენტებს, პროფკავშირებს და სამოქალაქო აქტივისტებს კომუნისტებს უწოდებს... უხერხულია მარტივად რომ ვთქვათ!

და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი - ფილარმონიაში დღეს არ მოხდა შიდა დაპირისპირება. ვფიქრობ, მობილიზებულმა პარტაქტივმა ნაწილობრივ მაინც გააცნობიერა ის საშინელი რეალობა, რომელშიც ყველა ერთად ვცხოვრობთ. ფილარმონიაში დღეს ხალხის ხმა ისმოდა! და ეს რეალობა ყოველთვის ასე იქნება! იქნება სოლიდარობა - ყველაფერი გამოვა!', - წერს სოციალურ ქსელში ლაშა მესხი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5