მიწის საკითხზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ - ირაკლი კობახიძე

, 14 მაისი, 2017 - 17:59

მიწის საკითხი - ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავში, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიწის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციას შესაბამისი ჩანაწერი ემატება. ამასთან, მზადდება სპეციალური კანონიც.

„დღესაც შედგა ძალიან საინტერესო განხილვა, ფართო საზოგადოებასთან - უკვე რუსთავში. დაისვა უამრავი კითხვა, მათ შორის, კრიტიკული კითხვები. იყო უამრავი საკითხი, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, საზოგადოებას. თქვენ აღნიშნეთ მიწის საკითხი - ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. შესაბამისი ჩანაწერი ემატება საქართველოს კონსტიტუციასაც და გარდა ამისა, მზადდება სპეციალური კანონი, რომლითაც მოხდება ამ საკითხის რეგლამენტაცია, ისე, რომ იყოს დაცული ჩვენი როგორც ეკონომიკური ინტერესები, ისე ეროვნული, სუვერენული ინტერესები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39