საქართველოს და სლოვაკეთის სახელმწიფო დელეგაციებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს

ორშაბათი, 15 მაისი, 2017 - 13:48

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და სლოვაკეთის სახელმწიფო დელეგაციებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს. სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს დელეგაციას გაფართოებული შეხვედრის დაწყებისას ის ფოტო აჩვენა, რომელიც მან საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას დაახლოებით ერთი წლის წინ, საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთში გადაიღო.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისათვის და ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხებზე საუბრისას ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოების აუცილებლობასა და ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდას, რათა ორივე ქვეყანამ სრულად გამოიყენოს რეალური ეკონომიკური პოტენციალი.

ქართულმა მხარემ გამოხატა ინტერესი საქართველო- სლოვაკეთს შორის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის. ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კავშირგაბმულობის მიმართულებით.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პრეზიდენტს სლოვაკეთის უნივერსიტეტებში სტუდენტებისათვის სტიპენდიების მინიჭებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობისათვის. საქართველოს პრეზიდენტის განხადებით, საქართველო მიზნად ისახავს გახდეს ახალი სასწავლო ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ს ქვეყნების ახალგაზრდებისათვის და ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს მათ დასავლური განათლების მიღების შესაძლებლობა.

გაფართოებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები - მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე, ადა მარშანია.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44