საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

, 14 მაისი, 2017 - 12:15

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს.

გილოცავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს. მოხარული ვართ, რომ ეს თარიღი ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანის ფონზე აღინიშნება. მივესალმებით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულ, მზარდ დინამიკას, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის კონსოლიდირებული ბიუჯეტის საკანონმდებლო აქტში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ასევე მოწმობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ინფორმაციის უსაფრთხოდ გაცვლის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საქართველოს სანდოობის ხარისხს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების საკითხი, თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის ჩათვლით, რასაც მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელზე მიმდინარე წლის 2 მაისს გაგზავნილი წერილით, რისთვისაც მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს პარლამენტის სახელით.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შემდგარი ორმხრივი შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან ცხადყოფს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფების, მათ შორის, ნატოში გაწევრიანების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ და ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სანდო და ერთგული სტრატეგიული პარტნიორის როლს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე.

საქართველოს პარლამენტი მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, წარმომადგენელთა პალატას და სენატს უპრეცედენტო თანამშრომლობის, ნდობისა და უპირობო თანადგომისთვის.

საქართველოს პარლამენტი აფასებს საქართველოს მთავრობისა და ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ძალისხმევას სტრატეგიული პარტნიორობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანის უზრუნველსაყოფად!"

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43