აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ყოფილი მთავარი პროკურორი ფიზიკურად გაუსწორდა

შაბათი, 13 მაისი, 2017 - 16:41

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას თავს დაესხნენ, ის ალექსანდრე ალადაშვილის  კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. ლაშა თორდიას  ქალა-ტვინის დახურული ტრავმისა და ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ლაშა თორდია თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მასთან ერთად მყოფ რამდენიმე პირს ასახელებს.

 როგორც ლაშა თორდია ამბობს, მომხდარი იყო პირადი ანგარიშსწორება და მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება .

„ეს იყო პირდაპირი ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია ჩემს სამსახურებრივ საქმიანობასთან. მითხრა კიდევაც, რომ ჩემზე კომპრომატებს რატომ აგროვებო, ამის შემდგომ ხუთი ადამიანი დამესხა თავს, ახლა მაქვს ტვინის შერყევა და დაზიანებები სახეზე. ერთი იყო ოთარ ფარცხალაძე, დანარჩენებს არ ვიცნობ. შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. მან დაიწყო, რატომ ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს და ვადის გასვლის შემდგომ, როგორ უნდა მეცხოვრა. რომ ვუთხარი, გაეაზრებინა, ვის ელაპარაკებოდა, ამის შემდგომ გვერდიდან მომხვდა ხელი, მერე ბევრი ადამიანი უკნიდან და წინიდან მირტყამდა“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

შემთხვევა 12 მაისს, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. 

 ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42