ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული - ირაკლი კობახიძე მიწის საკითხთან დაკავშირებით

პარასკევი, 12 მაისი, 2017 - 19:36

ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოელებზე მიწის გასხვისების შესახებ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებით ცვლილება შედის და მიწა განისაზღვრება, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი.

„კონსტიტუციაში შედის ცვლილება მიწასთან დაკავშირებით. კერძოდ, მიწა განისაზღვრება, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი და გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ორგანული კანონით წესრიგდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ერთის მხრივ, არ შევზღუდოთ ის პოზიტიური ინვესტიციები, რომელიც შემოდის საქართველოში, მათ შორის, აგრარულ სფეროში და ასევე, ეს მოგვცემს ამ საკითხის სათანადოდ რეგლამენტირების საშუალებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41