ირაკლი კობახიძე პარლამენტში მანდატების უსამართლო გადანაწილებას გამორიცხავს

პარასკევი, 12 მაისი, 2017 - 19:11

აუცილებლად გამოირიცხება ყოველგვარი უსამართლო გადანაწილება მანდატებისა პარლამენტში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თელავში, კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა.

მედიასთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი განხილვა ტრადიციულად აქტიური იყო და მოსახლეობა სხვადასხვა აქტუალური საკითხით დაინტერესდა.

„იყო საინტერესო შეკითხვები მათ შორის, კრიტიკული შეკითხვები და ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრამ. ყველაზე აქტუალური საკითხებია საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო არჩევნები, ბონუსთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ უკვე გავაჟღერეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად გამოირიცხება ყოველგვარი უსამართლო გადანაწილება მანდატებისა პარლამენტში. შესაბამისად, რაც შეეხება ბონუსს, ბონუსი შეიძლება დარჩეს ძალაში, თუმცა, შეგვიძლია, ჩავდოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს ჭარბი უპირატესობის მინიჭებას გამარჯვებული პარტიისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამ კუთხით შეიძლება დაემატოს კონკრეტული ჩანაწერები კონსტიტუციის ახალ რედაქციას, სხვა მიმართულებით, შეიძლება, იყო არაერთი კითხვა დასმული სხვადასხვა მუხლთან დაკავშირებით, დაწყებული 94-ე მუხლი, რომელთან დაკავშირებითაც მთელი კამპანია წარიმართება. მოკლედ, გვექნება სიღრმისეული მსჯელობა უკვე საპარლამენტო ფორმატში, მას შემდეგ, რაც დასრულდება საყოველთაო-სახალხო განხილვა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39