გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანად არჩევას ულოცავს

პარასკევი, 12 მაისი, 2017 - 14:45

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანად არჩევას ულოცავს

" ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევა მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ვულოცავ ბატონ ზურაბს ამ დიდ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზე მუშაობისას ის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისთვის, ისე საქართველოსთვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს წარმომადგენელს პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ამ საერთაშორისო ორგანიზაციას წარუძღვეს. ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება ცხადყოფს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღიარებს და მხარს უჭერს იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით აქვს. აღნიშნული წარმატება დიდ ზეგავლენას იქონიებს საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ამაღლებასა და ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე. ეს არის საერთო გამარჯვება - საარჩევნო კამპანია მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს გარდა ბრაზილიის, კოლუმბიის, კორეისა და ზიმბაბვეს კანდიდატები მონაწილეობდნენ. ამ პირობებში საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატის გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო ტურიზმის სფეროში საქართველო ერთ-ერთ საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება", - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41