პოლიტიკაში ზედმეტი თავდაჯერებულობა ძალიან ცუდი მოკავშირეა - ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს

ხუთშაბათი, 11 მაისი, 2017 - 17:55

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებს ეხმაურება  და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს.

"უკაცრავად ვარ, მაგრამ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებისას (ხელისუფლების მთელ რიგ მოსაზრებებს მეც ვიზიარებ), როდესაც "ოცნების" ახალგაზრდა ლიდერებს - კობახიძეს, თალაკვაძეს, მდინარაძეს -  ვუსმენ და ვუცქერ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვთ და ეს ე.წ. "ზეპირი განხილვები" ფორმალური ხასიათისაა! თუ ეს ასეა, მაშინ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა, დემოკრატიული განვითარება და სისტემური მდგრადობა კვლავ პრობლემატური იქნება, რაც დიდად დააზარალებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და რეპუტაციას! ეს უნდა გაითვალისწინოს არსებულმა ხელისუფლებამ და ისიც, რომ პოლიტიკაში ზედმეტი თავდაჯერებულობა ძალიან ცუდი მოკავშირეა, მითუმეტეს, როდესაც არ ხარ, - საერთო ეროვნული თანხმობის ხელისუფლება!..", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43