2 ოქრო და 5 ბრინჯაო ევროპირველობიდან - მინისტრმა მოჭიდავეებს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა

ხუთშაბათი, 11 მაისი, 2017 - 15:54

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილეებთან - აკაკი ლოდიასთან და შალვა გოგოლაძესთან ერთად, ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს ოლიმპიურ სასახლეში შეხვდა და მოპოვებული წარმატება მიულოცა.

შეხვედრას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

„მსურს მოგილოცოთ ეს დიდი წარმატება და ღირსეული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა მოჭიდავეებმა კიდევ ერთხელ ასახელეს საქართველო და გაახარეს ჩვენი გულშემატკივარი. დარწმუნებულივ ვარ, რომ წინ არის კიდევ არაერთი წარმატება, არა მხოლოდ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, არამედ ოლიმპიურ თამაშებზე. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ფედერაციის სწორი მუშაობით შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას.“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო და 5 ბრინჯაო მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონები თავისუფალ სტილში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ), ხოლო ბერძნულ-რომაულში ზურაბ დათუნაშვილი (80 კგ) გადხნენ, ბრინჯაოს მედლები კი თავისუფლებს შორის - ზურაბ იაკობიშვილმა (65 კგ), ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ), ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა შორის კი გოგა გოგიბერაშვილმა (66 კგ) და ლევან არაბულმა (130 კგ) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონია, ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა (2014, 2016, 2017), ზურაბ დათუნაშვილმა კი ევროპირველობის ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა (2016, 2017).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42