სახელმწიფო ვალდებულია რეგულაციებით მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები - ბექა ნაცვლიშვილი შრომის ინსპექციის შექმნას ითხოვს

ხუთშაბათი, 11 მაისი, 2017 - 14:27

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში საჭიროა შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც არა მარტო შრომით უსაფრთხოებას, არამედ შრომითი უფლებების აღსრულებასაც შეამოწმებს.

აღნიშნული განცხადება ფრაქცია სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ტყიბულში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

 „მინდა თანაგრძნობა გამოვხატო და გავიზიარო მათი მწუხარება ოჯახებისა და ყველა მაღაროელის მიმართ. ერ არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს არის ყველა დასაქმებულის ტრაგედია, რომელიც იმ პირობებში მუშაობს რა პირობებშიც ასეთი ტრაგედია მოხდა“ , - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ტყიბულში მომხდარი ტრაგედია მაინც გამოიწვევს დამოკიდებულების გადააზრებას და მართლაც შეიქმნება ისეთი მექანიზმები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ შრომითი ურთიერთობების მიმართ ასეთ უდიერ დამოკიდებულებას დაასრულებს. დეპუტატის თქმით, აუცილებელია შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც შრომითი უსაფრთხოების ზედამხედველობას უზრუნველყოფს.

„ჩვენ ვეცდებით შეიქმნას ისეთი შრომის ინსპექცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ შრომით უსაფრთხოებაზე და მშრომელების უსაფრთხოებაზე, არამედ ზედამხედველობას გაუწევს შრომით უფლებებს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისივე განცხადებით, როდესაც შემოვა კანონი შრომის ინსპექციასთან და შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მოვითხოვთ, რომ შეიქმნას შრომითი ინსპექცია, რომელიც აღჭურვილი იქნება არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების პირობების შემოწმების არამედ, შრომითი უფლებების დაცვის შემოწმების უფლებითაც.

„ბევრი ადამიანი სხვა სექტორებშიც მუშაობს ძალიან მძიმე პირობებში, რომელიც მათი სიცოცხლისთვის შესაძლოა მყისიერად საფრთხის შემცველი არ იყოს, თუმცა მათი ჯანმრთელობისთვის დიდი საფრთხის შემცველია, რომლის გადამოწმებაც დღემდე არ ხდება. ამიტომ შრომის ინსპექცია უნდა იყოს კომპლექსური, როგორც შრომის უსაფრთხოების ისე, შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ გარდა ამისა, მას სამუშაო ადგილზე მყისიერად შესვლის, კომპანიის გადამოწმების და შესაბამისად, სანქციების დაკისრების უფლება უნდა ჰქონდეს.

„თუ ეს უფლება არ ექნება, ასეთი ტრაგედიების პრევენცია ვერ მოხდება“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ბიზნესის წარმატება ადამიანების ექსპლუატაციით არ უნდა იყოს განპირობებული.

„ბიზნესის კეთების სიმარტივით და ამავდროულად, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობითაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. ამ ორ ფაქტორს შორის გარკვეული კორელაცია არსებობს. როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, საქართველოში კომპანიის წარმატება არა მძიმე შრომით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პირობებით უნდა იყოს განპირობებული არამედ, ღირსეული ანაზღაურებით, მათი მოტივაციით და თანამონაწილეობით ამ წარმატებაში, რომელსაც ეს კომპანია მიაღწევს“, - განაცხადა ფრაქცია სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა ქვეყანაში შემცირდა, ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, რის გამოც ადამიანები მძიმე შრომის პირობებს თანხმდებიან ხოლმე.

„სახელმწიფო ვალდებულია რეგულაციებით მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები, რათა დამსაქმებელმა მშრომელების მდგომარეობა ბოროტად არ გამოიყენოს. გაბატონებული აზრი, რომ დოვლათს ქვეყანაში მხოლოდ ბიზნესი ქმნის უნდა გადავიაზროთ, რადგან ამას ის ადამიანებიც ქმნიან, რომლებიც იქ მუშაობენ და თავიანთი წვლილი შეაქვთ როგორც ამ ბიზნესის, ისე ქვეყნის წარმატებაში“, – განახად

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გვაბოლებენ: "გახსოვდეთ, ძალა ევროპაშიაო!" , ბავშვობიდან კი ოჯახსა და სკოლაში მასწავლიდნენ: ძალა ერთობაშიაო - ქეთი სესიაშვილი ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41