თავდაცვის მინისტრი თურქეთში გაემგზავრა

ოთხშაბათი, 10 მაისი, 2017 - 13:56

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა. ლევან იზორია სტამბოლში მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენას „IDEF 2017“ დაესწრება და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნობა.

მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ლევან იზორია თურქ კოლეგას ფიქრი ისიკს, ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შუაი ალფაის და სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, არმიის გენერალ სალიჰ ზექი ჩოლოქს შეხვდება.

მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა, რომელსაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობს, მასში მონაწილე ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. IDEF ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდ თავდაცვის ინდუსტრიულ გამოფენას წარმოადგენს, ხოლო მონაწილე ქვეყნების, დელეგაციებისა და კომპანიების მხრივ მსოფლიოს მასშტაბით მეხუთე ადგილზეა.

წელს გამოფენაში 53 ქვეყნის 781 კომპანია და 493 მაღალი რანგის უცხოელი დელეგატი მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42