რესპუბლიკელები ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, მთავრობას, მიმართავენ

ოთხშაბათი, 10 მაისი, 2017 - 12:05

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"რესპუბლიკური პარტია თვლის, რომ ტყიბულის მაღაროში კიდევ 4 ადამიანის დაღუპვა არ შეიძლება მივაწეროთ უბედურ შემთხვევას. საგანგაშოა საქართველოში დასაქმებული ადამიანების შრომითი მდგომარეობა, რადგან სახელმწიფო არ იცავს მათი შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს. 21-ე საუკუნეში ადამიანები მუშაობენ მონური შრომით, რადგან მათი ყოველდღიური შრომა არის სიცოცხლისთვის ბრძოლა, გააზრებული გადაწყვეტილება იმუშაონ ისეთ პირობებში, სადაც მათ სიცოცხლეს ყოველწამიერად შეიძლება საფრთხე შეექმნას.

გუშინ მომხდარი ფაქტი აღწერილი ვითარების კიდევ ერთი სავალალო გამოვლინებაა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მისი, როგორც ხელისუფლების, ვალდებულების შესრულება - შექმნას შრომის ინსპექცია, გაატაროს მკაცრი სანქციები შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების დასაცავად. დაანახოს საქართველოს მოქალაქეებს მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამავდროულად, სასტიკად ვგმობთ, რუსათველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ტყიბულში მომხდარი ფაქტის გამო შეკრებილი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს. აქციის მონაწილეთა დაკავებით ხელისუფლებამ გამოავლინა და ცხადი გახადა თავისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მომხდარი ფაქტის მიმართ, რასაც თან დაურთო მშვიდობიანი აქციის 3 მონაწილის დაკავება", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5