ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო

ოთხშაბათი, 10 მაისი, 2017 - 11:44

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად, ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა.

გიგლა აგულაშვილმა ვიზიტორთა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ. შენობაში საგამოფენო სიცრცე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ადმინისტრაცია განთავსდება.

მშენებლობას გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს. პროექტის ეფექტურად განხორციელებას საკონსულტაციო ჯგუფი (GFA) უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 793 450 ლარს შეადგენს. 2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 737 500 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46