საქართველოს პრეზიდენტმა ომის ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

სამშაბათი, 09 მაისი, 2017 - 15:06

 საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დღეს ომის ვეტერანს ოლგა ცალანს ესტუმრა და 91 წლის ვეტარანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ოლგა ცალანი ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის დააჯილდოვა და ფარმაცევტული კომპანია „ავერსისა“ და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან 140 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი გადასცა.

„ვულოცავ ყველა იმ ვეტერანსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოლა ფაშიზმის დამარცხებისათვის და ვინც დაამარცხა კაცობრიობის ეს საშინელი სენი. ვულოცავ და მადლობას ვეუბნები მათ, იმისათვის, რომ მსოფლიო არ ჩაიძირა ამ საშინელების მორევში. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ კაცობრიობა ჰუმანიზმის იდეების ირგვლივ ტრიალებს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა დღეს ზუგდიდში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45