„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

სამშაბათი, 09 მაისი, 2017 - 15:19

„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.

"დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. სწორედ 72 წლის წინ, კაცობრიობამ შეძლო დიდი ბოროტების, საფრთხისა და ძალადობის დამარცხება. მინდა, თითოეულ მოქალაქეს მივულოცო ეს ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი დღე. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ფაშიზმზე გამარჯვება არ ნიშნავს ერთ კონკრეტულ ქვეყანასა ან ლიდერზე გამარჯვებას, ეს არის გამარჯვება ბარბაროსობაზე. არაერთმა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის ფასად თავისუფალი მომავალი აჩუქა ახალ თაობებს. სწორედ მათი თავგანწირვის შედეგია ეს ბრწყინვალე გამარჯვება. მათ შორის, იმ 300 ათასამდე ქართველის, რომლებიც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ამ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფილიო ომის მონაწილეებს, ჩვენს ვეტერანებს. ადამიანებს, რომლებმაც გამოიჩინეს წარმოუდგენელი თავდადება და სიმტკიცე. მე, როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ქედს ვიხრი მათ წინაშე. დღეს, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების ვალი და პასუხისმგებლობაა ვიზრუნოთ ვეტერანებზე. ამ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ და ეს ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა. მათ უნდა ჰქონდეთ ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისათვის. ეს ცივილიზებულ სამყაროში სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია", - განაცხადა მამულაშვილმა..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42