იური ლუჟკოვი თვლის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველო უკეთესად იგრძნობს თავს

ორშაბათი, 08 მაისი, 2017 - 20:01

თბილისში მყოფი მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი მიიჩნევს, რომ  აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სხვადასხვა ქვეყნებია და სხვა ხალხი ცხოვრობს.

"მე მჯერა, რომ აფხაზეთი  სხვა ქვეყანაა, ცხოვრობენ სხვა ადამიანები. ასევე ოსეთში. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და უკმაყოფილება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ რეგიონების გამოყოფის შემდეგ საქართველო  თავს უკეთ იგრძნობს ", - განაცხადა ლუჟკოვმა.

რაც შეეხება საქართველოში ოთხი დღის წინ მის ჩამოსვლას,  მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში არაერთხელ იმყოფებოდა,  იური ლუჟკოვი აცხადებს, რომ საქართველოში უპრობლემოდ ჩამოვიდა.

"საზღვრის გადმოკვეთისას, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა დოკუმენტი შეამოწმეს, თუმცა, მესაზღვრეებს კითხვები არ გაჩენიათ.  რა კითხვები უნდა ყოფილიყო, როცა ტურისტების ჯგუფთან ერთად შემოვედით? მე ვიცი კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, თუმცა  ვფიქრობ, რომ ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და ყველა გაუგებრობა  წარსულში უნდა დარჩეს", - განაცხადა მოსკოვის  ყოფილმა მერმა და რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43