ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

სამშაბათი, 09 მაისი, 2017 - 13:49

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებამდე მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეს დღე განსაკუთრებით მიულოცა დარბაზში მყოფ, 95 წლის ომის ვეტერან, გოჩა თოდუას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთადერთ ვეტერანს, რომელიც დღემდე საჯარო სამსახურშია დასაქმებული.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, 9 მაისი, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ბოროტების - ფაშიზმის დამარცხების დღე. მინდა განსაკუთრებით მივულოცო ბატონ გოჩა თოდუას, რომელიც ესწრება დღევანდელ შეხვედრას. ბატონი გოჩა არის 95 წლის, ომის ვეტერანი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბატონი გოჩა დღემდე ემსახურება თავის სამშობლოს, დღემდე მუშაობს და მინდა გისურვოთ ასეთივე მხნეობა, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე თქვენი ქვეყნის სამსახურში,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43