9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ

სამშაბათი, 09 მაისი, 2017 - 11:26

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომი, რომელიც აზიაში იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო, ევროპაში 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით  დასრულდა.

 საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში, მეორე მსოფლიო ომში  საქართველოდან წასული 300 ათასამდე მებრძოლი გმირულად დაეცა.  საბჭოთა კავშირის გმირმა, საბჭოთა არმიის ქართველმა სერჟანტმა მელიტონ ქანთარიამ, ოფიციალური ცნობებით, 1945 წლის 30 აპრილს, 21.50 საათზე გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.

ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო, რაც დედამიწის მოსახლეობის 80%-ს შეადგენდა, ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. ომმა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქი, მათ შორის სსრკ - 27 მლნ., გერმანია - 5,25 მლნ., პოლონეთი - 4,5-6 მლნ., იუგოსლავია - 1,7 მლნ., იაპონია - 1,8 მლნ., აშშ - 318.000, დიდი ბრიტანეთი - 386.000, საფრანგეთი - 810.000, იტალია - 330.000, რუმინეთი - 378.000, უნგრეთი - 420 000, ფინეთი - 84 000.

 სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ომს თან სდევდა საშინელი ნგრევა. განადგურდა ათიათასობით ქალაქი და სოფელი, უბედურება თავს დაატყდა ათეულობით მლნ. ადამიანს. ამ ომში საბოლოოდ განადგურდა ფაშიზმი, როგორც საერთაშორისო იმპერიალიზმი.

 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციის მეორე დღეს, 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართა ამ გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. დღესასწაულად გამოცხადდა 1945 წლის 8 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ხოლო უქმე დღედ - 1965 წლის 26 აპრილს.

9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავენ აღმოსავლეთ ევროპაში,  რუსეთსა და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42