ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბავშვების წერილები მიიღეს

ორშაბათი, 08 მაისი, 2017 - 17:53

პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღო.

თბილისის, ფოთის, მესტიის, მარნეულისა და ქუთაისის საჯარო სკოლებში შეგროვებულ წერილებთან ერთად, ბავშვებმა ჯარისკაცებს სხვადასხვა საჩუქრებიც გაუგზავნეს და ქართველ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

„მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო ბარათები მოამზადეს, რომლებიც საქართველოში გამოგზავნის შემდეგ ადრესატებს გადაეცემა.

„წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. ამჯერად, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, წერილები მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარე საჯარო სკოლებში შეგროვდა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.72
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43