ვენეციის კომისია დაადასტურებს, არის თუ არა ბონუსი სამართლიანი და ამის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას - ირაკლი კობახიძე

ორშაბათი, 08 მაისი, 2017 - 17:42

ჩვენ შეხვედრიდან შეხვედრამდე ვრწმუნდებით, რომ ჩვენი პოზიციები და არგუმენტები არის ძალიან მყარი. ჩვენი სისტემა, რომელიც არის შემოთავაზებული ამ ცვლილებებით ემყარება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ბათუმში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის განხილვა აჭარის მოსახლეობასთან, საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა.

„გვქონდა ძალიან საინტერესო განხილვა აჭარლებთან, აჭარის მოსახლეობასთან. ორი მთავარი კანონის, ეს არის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები და კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. იყო ძალიან აქტიური და ცოცხალი განხილვა. ეს არის დემოკრატია და ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. იყო სხვადასხვა საკითხი განხილული და მათ შორის, ბუნებრივია კიდევ ერთხელ, მთავარი აქტუალური საკითხებია საპარლამენტო არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები, კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციები. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო მსჯელობა შედგა,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ განხილვისას გამოკვეთილ მთავარ და აქტუალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით არსებობს საერთო კონსენსუსი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კი პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღებს.

„ეს არის საერთო სულისკვეთება. ერთადერთი, სადაც ჩვენ აღებული გვაქვს ევროკავშირის ქვეყნების უმცირესობის მაგალითი, ეს არის ე.წ. ბონუსის სისტემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბონუსიც არის სამართლიანი. ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა გაგრძელდება მსჯელობა, პირველ რიგში, ვენეციის კომისიასთან. ვენეციის კომისია მსჯელობს იურიდიულ საკითხებზე, მათ შორის სამართლიანობაზე. ვენეციის კომისია დაადასტურებს, არის თუ არა ბონუსი სამართლიანი და ამის საფუძველზე მიიღება პარლამენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46