ეს ოპოზიციური პარტიები ხომ არ არიან გასულები მომსახურეობიდან, ჰკითხეთ, რა უნდათ - გიორგი მარგველაშვილი

ორშაბათი, 08 მაისი, 2017 - 16:32

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის ფარგლებში,  პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომისიის წევრებთან ერთად ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე 5%-იანი საარჩევნო ბარიერსა და ოპოზიციის საარჩევნო ბლოკების აკრძალვაზეც ისაუბრა.

"5%-იანი საარჩევნო ბარიერი ოპოზიციური პარტიებისთვის პრობლემურად მაღალია. შემდგომი არასასურველი ნაბიჯი ოპოზიციის საარჩევნო ბლოკების აკრძალვაა. როდესაც მე ვუსმენდი ოპოზიციის პატივცემულ გამომსვლელებს, მათთვის ესეც მიუღებელია. ახლა როდესაც ამის ლეგიტიმაცია ხდება იმით , რომ ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციურ პარტიებს, ეს ოპოზიციური პარტიები ხომ არ არიან გასულები მომსახურეობიდან. ჰკითხეთ ოპოზიციურ პარტიებს, რა უნდათ , როგორ უნდათ რომ ხელი შევუწყოთ მათ. თუ ჩვენ მათ პრობლემას ვუქმნით და ისინი ამბობენ რომ 5%-იანი ბარიერი და ბლოკის აკრძალვაც არის ჩვენთვის პრობლემა, რა უფლებით ვასწავლი მე, მაგალითად, ან ირმა ინაშვილს, ან ზურა ჭიაბერაშვილს მისთვის რა არის უკეთესი? რატომ ვიცი მე უკეთესად? რატომ არ ვეკითხები მე ოპოზიციონერებს როგორი სისტემა სურთ?", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39