თუ ჩვენ ვსაუბრობთ მართლა საპარლამენტო მოდელზე, მაშინ სად არის პარლამენტის გაძლიერება? - გიორგი მარგველაშვილი

ორშაბათი, 08 მაისი, 2017 - 16:26

განა არ იქნებოდა პარლამენტის გაძლიერება, თუ გვეყოლება ორპალატიანი პარლამენტი? არ გადაწყვეტდა ორპალატიანი პარლამენტი იმ თემას, რომელზეც დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ რეგიონების თაობაზე და მაჟორიტარ დეპუტატებზე? რატომ არ ვაძლიერებთ რეალურად პარლამენტს? რატომ ვაძლევთ პრემიერ-მინისტრს იმის უფლებას, რომ პრემიერ-მინისტრის დამტკიცების შემდეგ, ყოველდღე ცვალოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა?, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის ფარგლებში,  პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომისიის წევრებთან ერთად ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით,  პარლამენტს არავითარი ფუნქცია აღარ გააჩნია იმასთან მიმართებაში, რომ პრემიერ-მინისტრს უთხრას, რომ ამ 20 მინისტრიდან 18-ის შეცვლის შემთხვევაში ნდობის ვოტუმის მოპოვებაა საჭირო.

"აი, ამას დაერქმეოდა პარლამენტის გაძლიერება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც არსებული წარმოდგენილი მოდელით, ჩვენ ვიღებთ მართლაც მაღალ სტატუსებს, ვეძახით ამას საპარლამენტო რესპუბლიკას და პარლამენტს არ აქვს მთავრობაზე ძირითადი ფუნქცია, მთავრობის კონტროლის ფუნქცია. პრეზიდენტს ვეძახით უმაღლეს წარმომადგენელს, სახლემწიფოს მეთაურს, არცერთ ფუნქციას არ ვუტოვებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39