შემოთავაზებულ სისტემაში გადაუნაწილებელი მანდატების ბონუსსისტემა არასამართლიანია - გიორგი მარგველაშვილი

ორშაბათი, 08 მაისი, 2017 - 16:17

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში ჩაერთო და პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომისიის წევრებთან ერთად ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

საყოველთაო განხილვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონის წინსვლასა და განვითარებას.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს დაინტერესდნენ და ესწრებიან საყოველთაო განხილვას და აღნიშნა, რომ მოსახლეობისა და საზოგადოების ფართო ჩართულობა საინტერესო დოკუმენტის შექმნის საწინდარი იქნება.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებში დადებითად შეაფასა პარლამენტის როლის გაძლიერებით თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯი - პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობის გაზრდა და ასევე სოციალური დაცულობის მექანიზმების გაძლიერება. საარჩევნო ბლოკების აკრძალვა, 5 პროცენტიანი ბარიერის შენარჩუნება და გადაუნაწილებელი მანდატების ბონუსსისტემა - საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი აზრით, პარტიების გაძლიერებას ხელს არ შეუწყობს.

პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიას თავად უნდა ეკითხა ოპოზიციისათვის, რა სურს მას და რა მექანიზმები გააძლიერებს მათ სტრუქტურულად. პრეზიდენტის განცხადებით, ცვლილებებით უზრუნველყოფილია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, მაგრამ შემოთავაზებულ სისტემაში გადაუნაწილებელი მანდატების ბონუსსისტემა არასამართლიანია.

"ჩემთვის მთავარი ღირებულება არის ის ერთი ხმა, რომელიც ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე შემოხაზა, ეს არის ის ყველაზე წმინდა, დემოკრატიულ პროცესში, რომელზეც ფუნძნდება სახელმწიფო'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ამომრჩევლის ხმების მითვისების სისტემაა ის ბონუსები, რომელიც დღეს კანონდება, როცა გადაუნაწილებელ მანდატებს არჩევნებში გამარჯვებული პარტია იღებს. ამ სისტემით არ არის განცდა, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცულია.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს, როცა ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები საქართველოს კონსტიტუციიდან მთავარსარდლის გაქრობა პრინციპულ პრობლემას ქმნის.

"ნომინალურად პრეზიდენტს ერქმევა მთავარსარდალი, მაგრამ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ომის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც კი, პრეზიდენტს მოუვა პრემიერ-მინისტრის წარდგინება და პრეზიდენტს დისკრეციაც კი არ აქვს გადაწყვიტოს გამოაცხადოს თუ არ გამოაცხადოს ომი. როდესაც არის ომიანობის მდგომარეობა, პრეზიდენტი მართავს ქვეყანას დეკრეტებით. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც არასდროს არავითარი შეხება არ ქონია რეალურად არც შეიარაღებულ ძალებთან და არც ქვეყნის მართვასთან'', - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ გადასინჯულიყო ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა. პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამ ცვლილებებით უნდა მომხდარიყო საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრინციპების გადასინჯვა.

"აფხაზებს და ოსებს უნდა ვაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია ავტონომიების გაძლიერება, მათ შორის ეს უნდა მომხდარიყო აჭარის მაგალითზე, მათ შორის აჭარამ უნდა აჩვენოს, რომ აი, ასეთი ავტონომია შეიძლება იყოს და დაინახონ ჩვენმა ძმებმა, აფხაზეთში და ოსეთში, როგორც შეგვიძლია ვამუშაოთ ავტონომიები ერთიან სისტემაში'', - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39