კახეთში რამდენიმე ძლიერი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა

ორშაბათი, 08 მაისი, 2017 - 15:07

 სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 5 მაისიდან 8 მაისამდე პერიოდში კახეთში 393 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლა, რითაც რამდენიმე ათასი კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასა იქნა დამუშავებული. ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ნალექის უდიდესი ნაწილი წვიმის და უწვრილესი უსაფრთხო ზომის სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში 5 მაისის დღის 13:17 საათიდან მძლავრი შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლის ჩამოყალიბება დაფიქსირდა. 15:52 სათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80% შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომამ 15 მმ. 15:53 საათიდან 22:08 სათამდე ღღუბლების ეტაპობრივი დამუშავება 119 ერთეული რაკეტით განხორციელდა. ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი ჩამოიცალა წვიმის სახით.

7 მაისს დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებითან რამდენიმე მძლავრი ფრონტალური ღრუბლის მასა შემოვიდა. 17:33 საათისთვის ნალექის მასებმა ახმეტის და თელავის რაიონები მოიცვა, რასაც 18:34 საათისთვის თელავის რაიონში ახალი ღრუბლის შემოსვლა დაემატა. ღრუბლის გადაადგილების პარალელურად განუწყვეტლივ ხდებოდა ნალექის რაკეტებით დამუშავება.

20:31 საათიდან ახალი ფრონტალური ღრუბლის მასა საგარეჯოს ტერიტორიაზე შემოვიდა, რომელმაც 21:24 საათისთვის გურჯაანის რაიონისკენ გადაინაცვლა 22:19 საათისთვის კი ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზე ჩამოიცალა.

05:39 საათისთვის სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით შემოვიდა ღრუბელთა სისტემა, რომელიც დამუშავების შედეგად 06:39 საათისთვის კავკასიონის ქედზე ჩამოიცალა წვიმის სახით. ზემოქმედების შედეგად მოხერხდა ფრონტალური ღრუბლის მასების არსებულ მასშტაბებში შეკავება და მასში არსებული უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების ზომაში და რაოდენობაში ზრდა თავიდან იქნა არიდებული. გასროლილი იქნა 174 ერთეული რაკეტა.

ატმოსფერული მოვლენები ერთიან პროცეში გაგრძელდა 8 მაისსაც, დილის 09:00 საათიდან რეგიონში განვითარება დაიწყო შიდამასიურმა ღრუბლის მასებმა, რასაც თან დაერთო ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლაც. 09:25 საათიდან 11:15 საათამდე ღრუბლები 100 ერთეული რაკეტით დამუშავდა. შედეგად ფრონტალურ ღრუბლის მასებში არსებული სეტყვის მარცვლები არსებულ პარამეტრებში იქნა შენარჩუნებული და შეიზღუდა მათი ზომაში და რაოდენობაში გაზრდა. შიდამასიური ღრუბლის სრული მასა კი წვიმის სახით ჩამოიცალა.

ზემოთაღნიშნული ატმოსფერული პროცესების განვითარების და ღრუბელთა მასების გადაადგილების პარალელურად განუწყვეტელ რეჟიმში ხდებოდა მათი სარაკეტო დამუშავება. რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი და წვიმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43