მეკლდეურობაში ირაკლი გელდიაშვილის მეომორიალური ტურნირი ტარდება

ორშაბათი, 08 მაისი, 2017 - 15:04

 6-9 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტდარბაზი ირაკლი გელდიაშვილის სახელობის მემორიალურ ტურნირს მასპინძლობს მეკლდეურობაში, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს უძლიერესი მეკლდეურები სხვადასხვა რეგიონებიდან. ტურნიში მოწვეულნი არიან ასევე აზერბაიჯანის და თურქეთის გუნდები, სულ მემორიალურ ტურნირში 60-მდე სპორტსმენია ჩართული.

შეჯიბრება ტარდება 3 სახეობაში - სწრაფ და რთული ცოცვასა და ასევე ბოლდერინგში. მემორიალი იმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზატორები არიან მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია და თბილსიის მერიის სპორტის სამსახური.

ტურნირის გამარჯვებულები სამჭიდის (სწრაფი, რთული, ბოლდერინგი) ჯამში გამოვლინდებიან, დასკვნითი ფინალები ბოლდერინგში 9 მაისს 12:00 საათზე დაიწყება, ასევე 9 მაისს გაიმართება გამარჯვებულ სპორტსმენთა დაჯილდოება.

აღსანიშნავია, რომ მეკლდეურობა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის ახალ სახეობად იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46