მსოფლიო რბენის წლევანდელი გლობალური გამარჯვებულები არონ ანდერსონი და დომინიკა სტელმახი გახდნენ

ორშაბათი, 08 მაისი, 2017 - 16:56

მსოფლიო რბენის წლევანდელი გლობალური გამარჯვებული ვაჟთა შორის შვედი არონ ანდერსონი გახდა, რომელმაც დუბაიში 92,14 კილომეტრი დაფარა. გოგონათა შორის პოლონელმა დომინიკა სტელმახმა გაიმარჯვა. ჩილეში, სანტიაგოში გამართულ რბენაში „ფინიშ მანქანა" მას 68,21 კილომეტრზე წამოეწია.

საქართველოში ვაჟთა შორის გიორგი შეკრელიძემ გაიმარჯვა, გოგონებში პირველი ნინო მიქაძე იყო. 

წლეულს საქველმოქმედო მსოფლიო რბენა ექვს კონტინენტზე, 58 ქვეყნაში, 110 ადგილზე გაიმართა. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიებაში ას ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. მათ შორის გახლდათ უხუცესი მორბენალი, 94 წლის შოთა სამუშია, რომელმაც კახეთში იასპარეზა.

საქართველოში ხუთი ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. მონაწილეთა ლიმიტის ამოწურვის გამო, რეგისტრაცია ექვსი დღით ადრე დასრულდა. საქველმოქმედო გარბენში საქართველოში Wings for Life-ის კეთილი ნების ელჩებიც მონაწილეობდნენ: მოთხილამურე ივა წიკლაური, პარალიმპიელი მოფარიკავე ირმა ხეცურიანი და ვეტერანი მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი. „ფინიშ მანქანას" კიდევ ერთი კეთილი ნების ელჩი, ავტომრბოლი მევლუდ მელაძე მართავდა.

Wings for Life World Run 2017 საქართველოში ზედიზედ მეოთხედ გაიმართა. მსოფლიო რბენას Wings for Life. გარბენი ტრადიციულად ლოპოტის გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ გაიმართა. წლევანდელი Wings for Life საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia Sport-ის ფარგლებში განხორციელდა. გარბენის მზარდამჭერები იყვნენ ფედერაცია „სპორტი ყველასათვის" და რედ ბულის წარმომადგენლობა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43