ქართველ და ბრიტანელ სამხედროებს შორის რაგბიში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა

ორშაბათი, 08 მაისი, 2017 - 14:08

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ქვეითთა მომზადების ცენტრის პირველი საწვრთნელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების რაგბის გუნდი იმყოფება.

მეგობრული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სარაგბო ნაკრებ გუნდსა და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების გუნდს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა ბათუმში, სარაგბო სტადიონზე ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გუნდმა ბრიტანელები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 22-10 დაამარცხეს.

25 ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორისაგან შემდგარი მორაგბეთა გუნდი საქართველოში რვადღიანი ვიზიტით იმყოფება. ბრიტანელმა მორაგბეებმა ამხანაგური მატჩი 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან მჯდომარე ფრენბურთშიც გამართეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სარაგბო გუნდი ბრიტნელებთან მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 9 მაისს, ქალაქ გორში, ჯიქის სტადიონზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42