თავისუფალი დემოკრატები ”ევროპული საქართველოს” ინიციატივას პლებისციტის ჩატარების შესახებ შეუერთდნენ

ორშაბათი, 08 მაისი, 2017 - 12:37

მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ -„ქართულმა ოცნებამ“ არ მოახდინა საზოგადოების ფართო ფენებთან იმ ცვლილებებზე წინასწარი მსჯელობა, რომელთა გატარებასაც ის აპირებდა ქვეყნის კონსტიტუციაში, - განაცხადა შალვა შავგულიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მხარდაჭერა გამოუცხადეს „ევროპული საქართველოს“ მიერ შემოთავაზებულ იდეას, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან და საპარლამენტო არჩევნების რეალურად პროპორციულობისა და სამართლიანობის განმსაზღვრელ დებულებასთან დაკავშირებით , სახალხო გამოკითხვის (პლებისციტის) ჩატარების შესახებ“.

,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის განმარტებით „ქართულმა ოცნებამ“ მის მიერ წინასწარ განსაზღვრული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პირდაპირ დაიწყო მის მიერვე დაკომპლექტებულ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, სადაც ის აბსოლუტურ რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა ერთიანად, კომისიაში წარმოდგენილ ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მიმართებით.

შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ,,მუშაობის პროცესში, „ქართულმა ოცნებამ“ სრულად უგულვებელყო კომისიაში შემავალი სხვა პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის განსხვავებული პოზიციები ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ისეთ უმთავრეს საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა საპარლამენტო საარჩევნო სისტემა, ასევე ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილებები; და საბოლოოდ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის დამოკრატიული განვითარების საზიანოდ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების შენარჩუნების ვიწროპარტიულ ინტერესს ემსახურება.

,,თავისუფალი დემოკრატების“ განმარტებით, სწორედ ამან განაპირობა ყველა სხვა პოლიტიკური ძალის მიერ (გარდა „ქართული ოცნებისა“) საკონსტიტუციო კომისიის დატოვება.  შესაბამისად, პასუხისმგებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საზიანო, აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, მთლიანად ეკისრება ამ ცვლილებების ავტორ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებას“.

,,შექმნილ ვითარებაში, იმისათვის, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში არსებითი ხასიათის ცვლილებები არ განხორციელდეს მხოლოდ ერთი, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის ვიწროპარტიული ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსისა და შეთანხმების შედეგს, ვინაიდან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს კონსტიტუცია ქვეყნის საზოგადოებრივ- პოლიტიკური ცხოვრების ჰარმონიულ რეგულირებას, ქვეყნის თითოეული მოქალაქისა თუ ქვეყანაში მყოფი თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტურ დაცვას - „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს ვუჭერთ „ევროპული საქართველოს“ მიერ შემოთავაზებულ იდეას, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან და საპარლამენტო არჩევნების რეალურად პროპორციულობისა და სამართლიანობის განმსაზღვრელ დებულებასთან დაკავშირებით, სახალხო გამოკითხვის (პლებისციტის) ჩატარების შესახებ“. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებზე პლებისციტის ჩატარება გარკვეულწილად შეამცირებს კონსტიტუციური ცვლილებების მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის სურვილებისა და ნების შესაბამისად გატარების საშიშროებას, რისი მცდელობაც აქვს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42