რესპუბლიკელები პრემიერ-მინისტრს პლებისციტის დანიშვნის შესახებ მიმართავენ

ორშაბათი, 08 მაისი, 2017 - 12:15

საქართველოს რესპუბლიკური პარტია პლებისციტის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიას მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ ხედვას. საკონსტიტუციო ცვლილებების მსგავსი მასშტაბური ცვლილება არ უნდა ხდებოდეს არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ადეკვატურად უნდა ასახავდეს საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტებს, ასევე, არ უნდა იყოს დროებითი ერთჯერადი გადაწყვეტილებების ამსახველი დოკუმენტი.

შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პოლირიკური პარტია “მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველოს” ინიციატივას დაინიშნოს პლებისციტი - საერთო სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა აზრის გასაგებად. მოვუწოდებთ, საქართველოს მოქალაქეებს გამოხატონ თავიანთი ნება პლებისციტის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც შექმნის რეალურ პირობას, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა დანიშნოს პლებისციტი და ამ გზით, მისცეს შესაძლებლობა თითოეულ ადამიანს გამოხატოს საკუთარი ხედვა საქართველოს პრეზიდენტი აირჩეს ხალხის მიერ, პირდაპირი კენჭისყრის გზით (დღეს არსებული წესით), თუ იმ პარტიების მიერ, რომლებმაც გადალახეს ბარიერი (აღებული ხმების პროპორციულად).

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეების პოზიციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მსგავსი სახის ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილური განვითარების ფუნქციას, ვერ შექმნის დემოკრატიული გარემოს. პლებისციტის დანიშვნა და მოქალაქეების ნების გამოხატვა არის შანსი დავასრულოთ დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა, რომლის თანახმად კონსტიტუციის ყოველი ცვლილება მორგებული იყო მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს და შევქნათ დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური საფუძვლები", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42