1994 წელს გარდაცვლილი შვიდი წლის ბიჭის გულის ცემა 2017 წელს შეწყდა - ნიკოლას ეფექტი, რომელმაც მსოფლიო გააოცა

, 07 მაისი, 2017 - 22:13

1994 წელს გარდაცვლილი შვიდი წლის ამერიკელი  ბიჭის  გულის ცემა  2017 წელს შეწყდა, თუმცა მისი სახელი იტალიაში კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ. ნიკოლას გრინის სახელი იტალიაში 120-ზე მეტ ადგილს დაარქვეს - 50 მოედანსა და ქუჩას,  27 პარკსა და ბაღს,  27 სკოლას,  16 სხვადასხვა ძეგლს, ასევე  ხიდებს, ამფითეატრებსა და კიდევ ხეებს.

მოვლენამ, რომელსაც ნიკოლას ეფექტი უწოდეს, შვიდი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან. გარდაცვლილი ბიჭის ორგანოები, მშობლების გადაწყვეტილებით, იტალიაში სასიკვდილოდ განწირულ ადამიანებს გადაუნერგეს.

1994 წლის სექტემბერში, სამხრეთ იტალიაში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩასული შვიდი წლის ამერიკელი ბიჭი შეცდომით მანქანაში ჩაცხრილეს. უგონოდ მყოფი ბიჭი საავადმყოფოში მეორე დღეს გარდაიცვალა. მშობლებმა მისი ორგანოების გადანერგვის გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც იტალიაში  განსაცვიფრებელი ეფექტი მოახდინა - იტალიაში. ორგანოების დონორების რაოდენობა  მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. მოგვიანებით ამ  მოვლენას "ნიკოლას ეფექტი" ეწოდა.

ნიკოლას ორგანოები გადაუნერგეს: გული - ანდრიანო მონჯიარდოს, რომელიც  2017 წელს  გარდაიცვალა; თვალის რქოვანა - ფრანჩესკო მონდელოს;  თირკმელი -  ანა მარია დი ჩელიეს;  ღვიძლი -  მარია პია პედალის; თვალის რქოვანა -   დომენიკა გალეტას: პანკრეასის ჯირკვალი - სილვია ჩიამლის, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მარია პია პედალს, რომელიც  კომაში იმყოფებოდა, ბიჭის გარდაცვალების დღეს ღვიძლი გაეთიშა. ტრანსპლანტაციის შემდეგ გამოკეთდა, ორი წლის შემდეგ გათხოვდა და თავის ვაჟს ნიკოლა დაარქვა.

რეჯი გრინიმ შვილის შესახებ  წიგნი "ნიკოლას ეფექტი" დაწერა, რომლის მიხედვით 1998 წელს ფილმი "ნიკოლას საჩუქარი" გადაიღეს, სადაც მთავარ როლებს  ჯეიმ ლი კერტისი და ალან ბეიტსი ასრულებენ.

რეჯი და მეგი გრეინს, რომელთაც ერთი ქალიშვილი დარჩათ, რამდენიმე წლის შემდეგ ტყუპები გაუჩნდათ. ისინი წელიწადში ორჯერ იტალიაში ჩადიან და იმ ხალხს ხვდებიან, რომლებმაც სიცოცხლე მათი შვილის ორგანოებით გააგრძელეს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57