ბიოტერორიზმი 30 მილიონზე მეტ ადამიანს იმსხვერპლებს - ბილ გეითსი გაფრთხილებას იძლევა

, 07 მაისი, 2017 - 12:24

მილიარდერი ბილ გეითსი  მსოფლიოს აფრთხილებს,  შეაფასონ რესპირატორული ვირუსების საფრთხის პოტენციური  რისკები, - იუწყება The Telegraph. 

 ბიოლოგიურ ტერაქტს შეუძლია  30 მილიონი ადამიანი იმსხვერპლოს, რისი ალბათობაც უფრო იზრდება, - ამის შესახებ Microsoft- ის დამფუძნებელი ბილ გეითსი აცხადებს. მისი თქმით,  სასიკვდილო რესპირატორული ვირუსის ეპიდემია, როგორიცაა ყვავილი, უფრო საშიშია, ვიდრე  ბირთვული თავდასხმა.

მილიარდერი, რომლის საქველმოქმედო ფონდი  ვირუსების ეპიდემიის გამოვლენის კვლევებს აფინანსებს, აცხადებს, რომ სხვა ქვეყნების დახმარება ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რათა მოხდეს დაავადებების გავრცელებისა და გლობალური ტრაგედიის  თავიდან აცილება .

"ბიოტერორიზმი  გაცილებით უფრო დიდი რისკია, ვიდრე პანდემია, ბიოლოგების წარმატებებმა  ტერორისტებს გაუადვილეს  სასიკვდილო ვირუსების შექმნა, რომლის წინააღმდეგაც დღეს პრაქტიკულად არ არსებობს იმუნიტეტი", - აცხადებს მილიარდერი.

მეცნიერებთა კვლევებზე დაყრდნობით, გეითსი ამბობს, რომ  ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელებული ვირუსი, ერთი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ,  30 მილიონზე მეტ ადამიანს იმსხვერპლებს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45