ალენ დელონი კარიერას შემოდგომაზე დაასრულებს

შაბათი, 06 მაისი, 2017 - 22:24

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი სამსახიობო კარიერას შემოდგომაზე, რეჟისორ პატრის ლეკონტეს ფილმის გადაღებით დაასრულებს, - ამის შესახებ ბელგიური საინფორმაციო სააგენტო Belga იუწყება.

 "ეს იქნება ჩემი ბოლო ფილმი, არ მინდა ზედმეტ  ფირზე გადამიღონ", - აცხადებს  81 წლის მსახიობი.

როგორც დელონი აცხადებს, მისი ბოლო ფილმი  სიყვარულის ისტორიას ეხება. ფილმში  მსახიობის ასაკის  გმირი შემთხვევით ხვდება 50 წლის ქალს, რომელსაც  ჟულიეტ ბინოში ასრულებს. მსახიობის თქმითვე, ძალიან სურდა სოფი მარსოსთან ერთად გადაეღოთ, თუმცა მას სხვა გეგმები ჰქონდა.

ალენ დელონი ბოლო ათი წლის განმავლობაში ფილმში აღარ გადაუღიათ, 2008 წელს მან ითამაშა ფილმში ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე (Astrix aux jeux Olympiques), სადაც იულიუს კეისარი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45