ფხენიანი ვაშინგტონისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

შაბათი, 06 მაისი, 2017 - 20:37

 ჩრდილოეთ კორეა ამერიკისგან ბოდიშის მოხდას და მათი ლიდერის მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორების დასჯას მოითხოვს. 

KCNA ამერიკის შეერთებულ შტატებს "ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს წინააღმდეგ  ტერორიზმის საზარელი აქტების კულისების ორგანიზატორს" უწოდებს და აფრთხილებს, რომ  "ისინი სასჯელს ვერ გაექცევიან".

უწყების ინფორმაციით, ვაშინგტონისა და სეულის  დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები გარკვეული ბიოქიმიური ნივთიერებით  ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის ლიკვიდაციას გეგმავდნენ და ქვეყანაში აგენტები ჩანერგეს, თუმცა მათი ერთობლივი ოპერაცია ჩაიშალა. "ამერიკისა და სამხრეთ კორეის მიერ ინიცირებული შემზარავი დანაშაული მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს ჩრდილოეთ კორეის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას".

ჩრდილოეთ კორეის უშიშროების სამინისტრო პირობას დებს, რომ შეკერილი შეთქმულების ორგანიზატორები, აშშ-სა და სამხრეთ კორეის  დაზვერვის უწყების ყველა მტერი აგენტი განადგურებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42